- მარტი 02, 2026
რაზე გაამახვილა ყურადღება რომის პაპმა საშობაო წირვაზე
- დეკემბერი 25, 2021
- , პოლიტიკა
დღეს ქრისტიანული სამყაროს ნაწილი შობას ზეიმობს. რომის პაპმა ფრანცისკემ პარასკევს წმინდა პეტრეს ბაზილიკაში დაახლოებით 2000 ადამიანის წინაშე აღავლინა წირვა. Euronews-ის ინფორმაციით, თავის ქადაგებაში პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს მოუწოდა, ყურადღება გაამახვილონ იესოს „პატარაობაზე“ და დაიმახსოვრონ, რომ ის სამყაროში ღარიბი მოვიდა, სათანადო საწოლის გარეშეც კი. "სიყვარულის ამ ღამეს შეიძლება მხოლოდ ერთი შიში გვქონდეს: შეურაცხყოფა მივაყენოთ ღმერთის სიყვარულს, უპოვრების მიმართ ჩვენი გულგრილობით. იესოს ძალიან უყვარს ისინი და ერთ მშვენიერ დღეს ისინი სამოთხეში შეგვხვდებიან", - თქვა პაპმა.