- მარტი 02, 2026
რიკოთზე მოძრაობა შესაძლოა შეფერხდეს _ გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
- თებერვალი 27, 2023
- , პოლიტიკა
ზამთრის პერიოდში, რთულმა კლიმატურმა პირობებმა და ინტენსიურმა გაწმენდითმა სამუშაოებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე გზის საფარი დააზიანა, _ ამის შესახებ განცხადებას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. " ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, დაზიანებული გზის შეკეთების სამუშაოები დღეიდან უკვე დაიწყო. მომდევნო დღეების განმავლობაში, პირველ ეტაპზე, გზის დაზიანებული ადგილების დროებითი შეკეთების სამუშაოები დილის 8 საათიდან საღამოს 7 საათამდე ჩატარდება. შესაბამისი კლიმატური პირობების დადგომისთანავე კი, დაიგეგმება გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები. სამუშაოების წარმოების პერიოდში ცალკეულ ადგილებში, შესაძლოა, დროებით შეფერხდეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა, რისთვისაც ბოდიშს გიხდით", _ ნათქვამია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.