ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

როდემდე იქროლებს ძლიერი ქარი გურიაში


როდემდე იქროლებს ძლიერი ქარი გურიაში

როდემდე იქროლებს ძლიერი ქარი გურიაში- ამის გასარკვევად "გურია ნიუსი" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსს, დოდო გვაზავას დაუკავშირდა. რა ვითარებაა ამ დროისთვის ჩოხატაურში გვაზავას თქმით, ქარის სიძლიერე იკლებს, მაგრამ დროგამიშვებით მოსალოდნელია ისევ გაძლიერდეს. "დილის და ღამის საათებში დაახლოებით 20-25მ/წმ-ის სიძლიერის ქარი დაფიქსირდა. შესაძლებელია დროგამოშვებით ისევ იქროლოს 20-21მ/წმ-ის სიძლიერის ქარმა, შუა დღის 4-5 საათამდე ნელ-ნელა დაიკლებს. საღამოს კი ჩაწყნარდება",_ ამბობს გვაზავა. ინფორმაციისთვის, ძლიერმა ქარმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი დააზიანა. ქალაქის ტერიტორიაზე 2 ადგილას ხე წაიქცა, მოსახლეობას არ აქვს გაზი და ინტერნეტი. ჯერჯერობით ვცდილობთ გარკვევას მიადგა თუ არა რაიმე სახის ზიანი ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია