ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

როდიდან გამოიდარებს საქართველოში


როდიდან გამოიდარებს საქართველოში

"მოღრუბლული და სუსტი ნალექი შენარჩუნდება დღესაც და ხვალაც, დღის პირველ ნახევრამდე",_ ამის შესახებ "გურია ნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა, დოდო გვაზავამ განუცხადა. "21 თებერვალს გამოიდარებს. უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 22 თებერვალს კი დღისით და 23 თებერვლის ღამის საათებში იწვიმებს, მაღალ მთაში თოვლია მოსალოდნელი. 23 თებერვლიდან კი გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს და +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 24 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა + 22 გრადუსსაც გადააჭარბებს",_ ამბობს გვაზავა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია