ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

როგორ ამინდს წინასწარმეტყველებენ მეტეოროლოგები


როგორ ამინდს წინასწარმეტყველებენ მეტეოროლოგები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დღეს საქართველოს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 10 სექტემბერს ქუთაისში მზიანი ამინდი და +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ფოთში. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. მესტიაში უნალექო დღე და +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო დღეა მოსალოდნელი, +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაშიც დღე უმეტესად მზიანი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა. +26 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. გორში უნალექო დღე და +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. უნალექო დღეა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +13 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში იწვიმებს, დღის განმავლობაში +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. გურჯაანში გამოიდარებს. დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე და +23 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. რუსთავში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი, _ აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია