ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

როგორ მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები ჩოხატაურში


როგორ მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები ჩოხატაურში

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია გორაბერეჟოულის პარკის, შატოს გზის და ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია. როგორც "გურია ნიუსს" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ განუცხადა, ამ დროისთვის ტენდერი გამოცხადებულია შატოს გზისა და ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმზე. "ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერი დადგენილ ვადებში ხორციელდება. ორპირას ბულვარის კეთილმოწყობა უკვე დავიწყეთ. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილია 2 მილიონ ლარამდე ჩოხატაურისთვის. ამ პროექტის ფარგლებში გორაბერეჟოულის პარკის რეაბილიტაცია, შატოს გზის რეაბილიტაცია და ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. გორაბერეჟოულის გარდა, ორივე პროექტი არის ატვირთული ტენდერზე და ველოდებით გამარჯვებულების გამოვლენას. მობილიზებულია ფინანსები და როგორც კი გამარჯვებული გამოვლინდება, დაიწყება სამუშაო პროცესები",_ ამბობს შარაშიძე. გასახორციელებელი სამუშაოების გარდა, მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდიდან 2 262 000 ლარი გამოიყო ჩოხატაურისთვის. "8 პროექტი გვაქვს დაგეგმილი და რვავე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს",_ ამბობს შარაშიძე. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია