- მარტი 02, 2026
როგორ მოქმედებს სახლის სართული ადამიანის ბედზე
- თებერვალი 13, 2025
- , პოლიტიკა
პირველი სართული - ეს ლიდერის ციფრია, რომელიც აიძულებს ადამიანს დააწყოს გეგმა და მიაღწიოს მიზანს. საუკეთესო სართულია მათთვის, ვისაც კარიერაში წარმატების მიღწევა სურს. მეორე სართული - მეოცნებე, შემოქმედებითი ადამიანების სართულია. თუმცა, სურვილების ასრულება თუ გაჯანჯლდა, ადამიანს შეიძლება დეპრესია დაემართოს. მესამე სართული - უბიძგებს ადამიანებს მატერიალურად ძლიერები გახდნენ. მათ სურთ ძალაუფლება და ავტორიტეტი. მეოთხე სართული - პოზიტიურად განწყობილი ადამიანების სართული არაა. მათ მუდამ სურთ წუწუნი და ვინმეს რომ თავი შეაცოდონ. მეხუთე სართული - თუ გსურთ, სამსახურში წარმატებული იყოთ, ეს პოზიცია აირჩიეთ. მეხუთე სართული ფულსაც მოგიტანთ. მეექვსე სართული - ოჯახურ წყვილებში სიმშვიდე და ჰარმონია სუფევს. ამ სართულის ბინებში სიმშვიდე და ჰარმონიაა. მეშვიდე სართული - ორიგინალური და ეპატაჟური ადამიანების სართულია. მოუხდება შემოქმედებითად აქტიურ ადამიანებს. მერვე სართული - უკიდურესობების სართულია. ადამიანი ან მაქსიმალურად ავლენს თავის შესაძლებლობებს ან - მინიმალურად. მეცხრე სართული - ამბიციური, ლიდერი ადამიანების სართულია. ამ სართულზე მცხოვრებნი მუდამ აღწევენ მიზნებს. მეათე სართული - ეს მობინადრე არის ლიდერი: სანათესავოშიც, სამსახურშიც, მეგობრებშიც. მეთერთმეტე სართული - კარგი სართულია შემოქმედებითი და ამბიციური ადამიანებისთვის. მეთორმეტე სართული - ამ ადამიანს სითამამე აკლია. ის ეძებს ადამიანს, ვისაც გაჰყვება. თავად უჭირს ინიციატივის გამოვლენა. მეცამეტე სართული - ნოვატორები და გამომგონებლები არიან, მათი არ ესმით სხვა ადამიანებს. მეთოთხმეტე სართული - გამდიდრება გსურთ? ამ სართულზე უნდა დაიდოთ ბინა. მეთხუთმეტე სართული - მუდამ იზიდავთ საჭირო ადამიანებს. გარშემო მყოფები ყველაფერში გეხმარებიან. მეთექვსმეტე სართული - თუ ავანტიურიზმი გაკლიათ, ამ სართულზე გადადით. თავგადასავლები და რისკები მოგემატებათ. მეჩვიდმეტე სართული - ყველაფერს ისე აკეთებენ, როგორც გარშემო მყოფები ურჩევენ. დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება უჭირთ. მეთვრამეტე სართული - მიზანდასახული და დინჯი ადამიანები არიან, რომლებიც სასურველს აღწევენ. მეცხრამეტე სართული - ფეთქებადი და დიქტატორული ხასიათის მქონე ადამიანები აქ ცხოვრობენ. მეოცე სართული - ინფანტილური ადამიანები არიან და უჭირთ რეალურ ცხოვრებასთან შეგუება. ოცდამეერთე სართული - მათთვის შეუძლებელი არაფერია. ყოველთვის აღწევენ მიზანს. ოცდამეორე სართული - გაუბედავი და მორიდებული ადამიანების სართულია. ოცდამესამე სართული - ნუ დაგავიწყდებათ, რომ სასურველის რეალიზება თქვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული. ოცდამეოთხე სართული - ემოციურად დაძაბული ადამიანები ცხოვრობენ. ოცდამეხუთე სართული - ერთი უკიდურესობიდან მეორეში იციან გადავარდნა. სიახლეებითა და ოცნებებით არიან აღსავსე.