ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში


როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელი დოდო გვაზავა, "გურია ნიუსთან" საურის დროს ამბობს, რომ საქართველოში დღეს და ხვალ +30 გრადუსამდე ეთბილება, ხოლო 2 ნოემბერს ჰაერის ტემპერატურის მცირედით დაკლებაა მოსალოდნელი, ასევე წვიმა. "დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში, დღეს და ხვალ, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +30 გრადუსი დაფიქსირდება, მთიან რაიონებში +26, +28 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში +22 გრადუსი. 2 ნოემბერს ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს დაბლობ რაიონებში დაახლოებით +25 გრადუსამდე. შესაძლებელია, ზოგან აღინიშნოს მცირე წვიმა, 3 ნოემბერს კი საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. 4-5 ნოემბერს კი კვლავ უნალექო ამინდი იქნება და ჰაერის ტემპერატურა კვლავ მოიმატებს",_ ამბობს გვაზავა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია