ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში


როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

საქართველოში, მომდევნო დღეების განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი,_ ამის შესახებ "გურია ნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა, დოდო გვაზავამ განუცხადა. "საქართველოში 16 ოქტომბრის ჩათვლით მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ხოლო 17 ოქტომბერს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, თუმცა არაა მოსალოდნელი ისე ძლიერი, როგორიც წინა დღეებში იყო. შედარებით გამოიდარებს 18 ოქტომბერს, თუმცა ეს გამოდარება ერთდღიანია. 19-20-21 ოქტომბერს ისევ არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი მთელ საქართველოში. ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს. მაღალმთიან ზონაში შეიძლება ისევ თოვა აღინიშნოს",_ განაცხადა გვაზავამ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია