ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

როგორი კვირა გელით


როგორი კვირა გელით

ასტროლოგები გირჩევენ, რომ თავი გააკონტროლოთ და არ შექმნათ კონფლიქტური სიტუაციები. თავისუფალ დროს რეკომენდებულია, მეორე ნახევარი გაანებივროთ და კიდევ ერთხელ აჩვენოთ, რომ გიყვართ. მოაწყვეთ რომანტიკული საღამო და ყვავილების ყიდვა არ დაგავიწყდეთ. ახლობლებს თქვენი ყურადღება დააკლდათ და შესაძლოა, ამის გამო განაწყენებულებიც კი არიან. ამიტომაც, ასტროლოგები გირჩევენ, ამ კვირაში ეს პრობლემა მოაგვაროთ. დაპატიჟეთ საყვარელი ადამიანები კინოში, შაბათ-კვირას ბუნებაში გასვლა დაგეგმეთ, მოაწყვეთ ოჯახური შეკრება. ეს კიდევ უფრო მეტად დაგაახლოებთ და დროსაც სასიამოვნოდ გაატარებთ. თქვენს ცხოვრებაში იღბლიანი ეტაპი იწყება. ახლა სამუშაოს შესაცვლელად ან ლატარიის ბილეთის შესაძენად საუკეთესო დროა. გამარჯვების შანსები მკვეთრად იზრდება. ოცნება გამდიდრებაზე შეიძლება იმაზე სწრაფად ახდეს, ვიდრე ფიქრობთ, ამიტომაც დაელოდეთ მოულოდნელ სიურპრიზებს. დროა, კირჩხიბებმა მუდმივად "უკან დახევა" შეწყვიტონ. უფრო რადიკალური იყავით თქვენს ქმედებებში. თუ მეგობრები რაიმეს გირჩევენ, მოუსმინეთ. პრობლემების უგულებელყოფა საუკეთესო სტრატეგია არ არის. ირწმუნეთ საკუთარი ძალების და გაბედეთ ის, რაც დიდი ხანია გინდათ, რომ გააკეთოთ. ახლა ამისთვის ყველა შანსი გაქვთ. ამ კვირაში შესაძლოა კვლავ გაგრძელდეს ის კონფლიქტური სიტუაცია, რაც წინა დღეებში დაიწყო. თუმცა, ასტროლოგები გირჩევენ, რომ ნათესავებთან, მეგობრებთან, კოლეგებთან კამათისგან თავი შეიკავოთ. ასე შესაძლოა მნიშვნელოვანი წყენა თავიდან აირიდოთ. ფსიქოლოგიური სტაბილურობა გაკლიათ და ამაზე მუშაობა მოგიწევთ. ამ კვირაში დრო უნდა დაუთმოთ საკუთარ თავსა და სურვილებს – წადით ბუნებაში, იყიდეთ სასურველი ნივთები, განაახლეთ გარდერობი. ეს სიხარულისა და ბედნიერების განცდას მოგანიჭებთ. თუ თქვენი გეგმები ჩაიშალა, არ იდარდოთ - ყველაფერი აუცილებლად გამოვა. მოთმინება და სხვების მითითებების მოსმენა მოგიწევთ. ენდეთ იმ ადამიანს, რომელიც თქვენთვის ავტორიტეტია. გრძელვადიანი გეგმების შედგენა არ არის საჭირო, ამ მომენტით უნდა იცხოვროთ. სამსახურის საკითხების გადაჭრაში გონიერების გამოჩენა მოგიწევთ. ნუ იკამათებთ უფროსთან და გამოცდილ კოლეგებსაც მოუსმინეთ. მშვილდოსანი პოზიტიური ცხოვრებისეული ცვლილებები არ დააყოვნებს. დიდი ალბათობით, შეხვდებით ადამიანს, რომელიც მთავარ როლს შეასრულებს თქვენს ცხოვრებაში. იყავით ღია ახალი ურთიერთობებისათვის. შეგიძლიათ, კინოში ან მეგობრებთან ერთად კაფეში წახვიდეთ. შესაძლოა მნიშვნელოვან ადამიანს სწორედ ამ გარემოში შეხვდეთ. უფრო მეტი დრო გექნებათ საყვარელ ადამიანებთან გასატარებლად. ახლა საუკეთესო პერიოდია შვებულებისა და დასვენების დასაგეგმავად. თუ შვილები გყავთ, მოიფიქრეთ საინტერესო აქტივობები და დრო სახალისოდ გაატარეთ. არ დაგავიწყდეთ მეგობრები, რომლებსაც შესაძლოა ამ კვირაში თქვენი დახმარება დასჭირდეთ. ამ კვირაში შესაძლოა, კარიერული წინსვლა გქონდეთ. მოუსმინეთ ვარსკვლავებს და გააფართოვეთ თქვენი სოციალური წრე - ეს, ასტროლოგების თქმით, დადებით ცვლილებებს გამოიწვევს, გახდებით უფრო გახსნილი და თავდაჯერებული. თევზებს ვარსკვლავები მოგზაურობას უწინასწარმეტყველებენ. დიდი ალბათობით, ეს დიდი ხნის ნანატრი შვებულება იქნება. აირჩიეთ მიმართულება, რომელიც მოგწონთ და დაჯავშნეთ ბილეთი. ახლა დასვენებისა და განტვირთვისთვის საუკეთესო პერიოდია და ნეგატიური ამბები და სტრესი ჯობს წარსულში დატოვოთ. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია