- მარტი 02, 2026
როგორი სურნელი შეგეფერებათ
- დეკემბერი 21, 2024
- , პოლიტიკა
ვერძები არომატის კლასიკურ ნოტებს ანიჭებენ უპირატესობას. ამავდროულად, მათ უყვარტ რისკი და სიახლე. მთავარია, სუნი ცოტათი მძაფრი და მკვეთრი იყოს. არომატები: ფიჭვი, წითელი წიწაკა, პიტნა, შაფრანი, როზმარინი, ნაძვი. კუროები ძალიან ქალურები და ბუნებრივები არიან. მათ მცენარეული დანამატები და გაჯერებული სურნელი მოწონთ. არომატები: ყვავილების სურნელი, მოტკბო ნოტები, ბალახის, ბერგამოტის სურნელი. ტყუპებს ქორფა, წვნიანი არომატები მოწონთ. სუნამოს არჩევისას სასურველია გაითვალისწინოთ შემდეგი ნოტები: ევკალიპტი, როზმარინი, ბაზილიკი, სანდალი, ციტრუსოვანი, ვარდის არომატი. კიბოები ძალიან რომანტიკული და მგრძნობიარე ნატურები არიან. ისინი უპირატესობას რბილ, ნაზ არომატებს ანიჭებენ. არომატები: ხილის, ციტრუსის, ზღვის, ორქიდეა, ირისი, სანდალის ხე. ლომები გაბედულები, მამაცები და ძლიერი ნატურის მქონეები არიან. რაც შეეხება სურნელს, კლასიკისა და ყვავილების ნაზი არომატის კომბინაცია მოწონთ. არომატები: ციტრუსი, სანდალი, კორიანდრი, როზმარინი, ტუია, ბერგამოტი. ქალწულები უპირატესობას ციტრუსის ან შიპრის არომატებს ანიჭებენ. მოეწონებათ მანდარინის, ევკალიპტის, პიტნის, კიპარისის, ილანგ-ილანგის არომატები. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები გამუდმებით ჰარმონიის ძიებაში არიან. უყვართ ნატურალური ბრენდები. არომატები: ფორთოხლის, მირტის, მაიორანის, ყვავილების და ცივი სურნელი. მორიელებს მძაფრ სურნელიანი არომატები მოწონთ, რომლის სუნისგან, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს თავბრუ ეხვევათ. არომატები: ვანილი, გვირილა, სანდალი, ციტრუსი. მშვილდოსანი მშვილდოსნები ირჩევენ სურნელს, რომელშიც გაჯერებულია ციტრუსისა და ყვავილების არომატები. მათ ასევე მოწონთ აღმოსავლური სურნელი და შიპრის მოტივები. ისინი დააფასებენ ორხიდეის, მუსკუსის, მანდარინის, კორიანდრის, შალფეის, როზმარინისა და ალოეს ნოტებს. თხის რქები გარეგნულად ცივი ნატურის შტაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ შიგნიდან ცხელები არიან. ასეთივე არომატებსაც არჩევენ. მათ მოეწონებათ კიპარისის, შალფეის, ირისის, ინდური ტკბილეულის, ანისის, იმბირის და ლიმონის არომატები. დამოუკიდებლები, მოურჯულებელი მერწყულები მუდამ სიახლის ძიებაში არიან. მათ უყვართ გაზაფხულის სურნელი. ასევე, ბერგამოტის, ჩაის ხის, ჟასმინის, შალფეისა და ლავანდის არომატები. ნაზი და მგრძნობიარე, მაგრამ ძლიერი თევზები უპირატესობას უჩვეულო არომატებს ანიჭებენ. მაგალითად, ირისი, ვერბენა, შაფრანი, გრეიფრუტი, ევკალიპტი, ნაძვი და ვარდის ხის არომატები.