ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

როგორია ეპიდმდგომარეობა ლანჩხუთში


როგორია ეპიდმდგომარეობა ლანჩხუთში

ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა,ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა. „ინფიცირების შემთხვევები რამდენიმე ოჯახშია დაფიქსირებული. გაფანტული შემთხვევებია სხვადასხვა სოფლებში. ძირითადად გამოვლენილია აკეთსა და მამათში“,_ ამბობს მენაღარიშვილი. სულ დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 3262 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 2853 პაციენტი, გარდაცვლილია 47. აქტიურია ინფიცირების 367 შემთხვევა. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია