ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

როგორია ეპიდვითარება ჩოხატაურში


როგორია ეპიდვითარება ჩოხატაურში

ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო ჯიბუტმა განუცხადა. ჯიბუტის თქმით, ინფიცირების შემთხვევები ყოველდღე სხვადასხვა სოფლებში ფიქსირდება, მაგრამ განსაკუთრებით დაძაბული ვითარება არცერთში არაა. „ჩვენთანათაც ისეთივე სიტუაციაა, რაც მთელ ქევეყანაში. ფიქსირდება ინფიცირების ახალი შემთხვევები და მიმდინარეობს ეპიდკვლევა. ბევრი სტუმარია ჩამოსული და ინფიცირების შემთხვევები, როგორც ჩამოსულებს, ასევე ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის ფიქსირდება. შემთხვევები განაწილებულია რამდენიმე სოფელში, მაგრამ რომელიმე მათგანში არ არის ისეთი დაძაბული ვითარება, რომ ეპიდაფეთქების სახე ჰქონდეს“,_ გვითხრა ჯიბუტმა. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია