ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

როგორია ეპიდვითარება ჩოხატაურში


როგორია ეპიდვითარება ჩოხატაურში

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეა რაც ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, _ ამის შესახებ "გურია ნიუსს" საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა. “იმ კვირაში კიდევ გვქონდა ინფიცირების ახალი შემთხვევები, რომლებიც ძირითადად საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაფიქსირდა. ამ კვირის განმავლობაში ჯერ ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გვაქვს”,_ განაცხადა ჯიბუტმა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ჩოხატაურში სულ დაფიქსირებულია ინფიცირების 8159 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 8073 პაციენტი, გარდაცვლილია 68.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია