ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

როგორია თქვენი მთავარი თვისება


როგორია თქვენი მთავარი თვისება

ენერგიული, გონებამახვილი. მზადაა ნებისმიერთან განიხილოს ყოველი პრობლემა. მათ საუბარი ყველაზე კარგად ეხერხებათ. თუ თქვენ იცით ვინმე, ვინც ანგელოზის მოთმინებით, მთელი დღის განმავლობაში ზის ნათესავის ბავშვთან ერთად და პარალელურად მნიშვნელოვან მოხსენებას წერს, სავარაუდოდ ეს ადამიანი კუროა. მას შეგიძლიათ თვალდახუჭული ენდოთ, დღისითაც და რამითაც. ტყუპებთან არასოდეს მოიწყენ. მათზეა ნათქვამი: "ფიგარო იქ, ფიგარო აქ". ისინი კურსში არიან ყველანაირი სიახლეების და ყველა ახალი საინტერესო ადგილები იციან. მეოცნებე, ჰაეროვანი და ფრთხილი. მისი მოტყუება შეუძლებელია. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახია. ახლადგამომცხვარი ნამცხვრის სურნელი და სულისშემძვრელი საუბრები ჭიქა ჩაისთან - აუცილებელი რეპერტუარია კირჩხიბისთვის. სადაც ლომია, იქ ყველაფერი კარგადაა. მასთან ერთად თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნობ. ლომი ყოველთვის იდეალურ ადგილს არჩევს გართობისთვის. ქალწული წარმოუდგენლად ყურადღებიანია ახლობლების მიმართ. ის საუკეთესო მეგობარია. არასოდეს მიგატოვებს გასაჭირში. შეუძლებელია არ შეამჩნიო ქალი-სასწორი, როდესაც ის საზოგადოებაში გამოჩნდება. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ ამ ქმნილებას ანგელოზმა აკოცა. მისი ენერგეტიკა ძალიან მიმზიდველია. მათ აქვთ უნარი თავიდან აიცილონ კონფლიქტები, რადგან ყოველთვის პოულობენ კომპრომისს. მათ იმდენად უნდათ, ყველა ბედნიერი იყოს, რომ ხშირად საკუთარ თავსაც აყენებენ ზიანს. რბილი, ნაზი სასწორი ხელოვნებით და სილამაზითაა მოცული, რომელიც მათ შინაგან სამყაროს ჰარმონიით და სიყვარულით ავსებს. მორიელი გამოირჩევა გულწრფელობით და ამაღლებული ემოციურობით. მათ არ შეუძლიათ ცრემლების გარეშე უყურონ უპატრონო ლეკვს. ის აუცილებლად მოუძებნის მას პატრონს. მშვილდოსანი მშვილდოსანი მუდმივად ბავშვია. ის გახსნილია სამყაროსთვის. უყვარს ზღაპრული ისტორიები და სავსეა სპონტანური იდეებით. მასთან ურთიერთობა ადვილი და სასიამოვნოა. მორცხვი და მგრძნობიარე თხის რქა მამაკაცების ყურადღებას იპყრობს. ზოგს ჰგონია, რომ ის ამაყი და თავდაჯერებულია, ზოგი ფიქრობს, რომ ჩაკეტილია. სინამდვილეში, ის ძალიან რბილი ხასიათის, მგრძნობიარე ადამიანია, რომელიც ელის, რომ ოდესმე ვინმე გაიგებს მის ფაქიზ სულიერ სამყაროს. თუ ვინმე მოულოდნელად წამოიძახებს სამსახურში: "იქნებ შევუკვეთოთ სუში და ყველაფერი ჯანდაბაში გავუშვათ?" - ის მერწყული იქნება. ისინი ყველაფერში "პლუსებს" ეძებენ და პოულობენ კიდეც. მას საოცარი ინტუიცია აქვს. ის თითქმის ყოველთვის ზუსტია და ისწრაფვის, სამყარო უკეთესი გახადოს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია