- მარტი 02, 2026
რომელ საარჩევნო უბანზე დაჩაგრა ოპოზიციამ ლანჩხუთში „ოცნების“ მერობის კანდიდატი
- ოქტომბერი 04, 2021
- , პოლიტიკა
არჩევნების შედეგების მიხედვით, ლანჩხუთის მერი კიდევ 4 წლით ალექსანდრე სარიშვილი იქნება. "ქართული ოცნების“ კანდიდატმა, რომელმაც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 67,69% ჰქონდა, ახლა 61,82% აქვს. სარიშვილს ყველაზე მეტი ხმა ლესის საარჩევნო უბანზე მისცეს _ აქ უბანზე გამოცხადებული 739 ამომრჩევლიდან მის სასარგებლოდ არჩევანი 482 ამომრჩეველმა დააფიქსირა. მეორე ადგილზე გახარია „საქართველოსთვის" კანდიდატი ელგუჯა კალანდარიშვილი გავიდა 22,59%-ით. ერთადერთი უბანი, სადაც ოპოზიციამ „ოცნების“ კანდიდატი დაჩაგრა, ნიგოითის #17 საარჩევნო უბანია. აქ კალანდარიშვილმა მშობლიურ სოფელში 202 ხმა მიიღო, ხოლო ალექსანდრე სარიშვილმა -148 ხმა. რაც შეეხება მერობის მესამე კანდიდატს, ლია მუხაშავრიას, ვისაც მხარს ოპოზიციის დიდი ნაწილი უჭერდა, ჯამში, 15,59% აქვს. [sexy_author_bio]