- მარტი 02, 2026
რომელი ალკოჰოლია უფრო სასარგებლო
- აპრილი 08, 2025
- , პოლიტიკა
განსაკუთრებით სასარგებლოდ (თუკი დავივიწყებთ, რომ ეს მაინც ალკოჰოლია) ითვლება კუბური რომი. აქ შეიძლება იპოვოთ დიდი რაოდენობის კალიუმი, ფოსფორი და თუთია, თითქმის მულტივიტამინური კომპლექსი. აგავა, რომლისგანაც მექსიკელები ამზადებენ ამ ნაციონალურ სასმელს, შეიცავს პოლისაქარიდებს, რომლებიც ეხმარებიან კუჭის მჟავიანობის რეგულირებას. თუკი ტეკილას დალევთ წესისამებრ მარილთან ერთად, მაშინ დილიდან ნაბახუსევი („პახმელია“) გექნებათ უფრო ადვილი - მარილი აკავებს წყალს ორგანიზმში. არაყს უკვე ათასობით ადამიანი მიუყვანია თეთრ ცხელებამდე. თუმცა სწორედ რომ არაყი წარმოადგენს ორგანიზმისთვის თითქმის ყველაზე უსაფრთხო ძლიერ ალკოჰოლს. საღებავების გარეშე, არომატიზატორების გარეშე - ჩვილი ბავშვის ცრემლებივით სუფთა. მაგრამ ღვიძლს არ უხდება მისი ბოროტულად გამოყენება. ათი წლის წინ ექიმებმა გაკვირვებით აღმოაჩინეს, რომ ვისკი წარმოადგენს მჟავის მშვენიერ წყაროს, რომელსაც აქვს კიბოს უჯრედების მოკვლის უნარი. ვისკი სასარგებლოა, მაგრამ მისი, როგორც წამლის გამოყენება არ ღირს. ეთანოლის კონცენტრაცია მასში ძალიან მაღალია - ამიტომ თვრებიან მისგან მალე.