- მარტი 02, 2026
რომელი ზოდიაქოს ნიშნები არ უნდა გადავიმტეროთ
- მარტი 03, 2022
- , პოლიტიკა
პლანეტა მარსი, რომელიც ვერძის ზოდიაქოს მართვას მუდმივი ბრძოლის ჟინს და შემართებას უზრუნველყოფს ამ ადამიანების ხასიათში. ამიტომ უკონკურენტო, ან დაბალკონკურენტუნარიანი გარემო ვერძისთვის მოსაწყენი და უინტერესოა. იგი შესანიშნავი მებრძოლია, მაგრამ უჭირს სტრატეგიული დაგეგმვისას. ამიტომ ხშირად ბევრად უფრო სუსტი და გონებრივად გამჭრიახი ხალხი უგებს ჭკუაში. თუმცა, ღმერთმა ნუ ქნას, რომ ვერძმა ეს გააცნობიეროს, მერე ვაი ამ "გამარჯვებულს". ლიდერული სულის, ამაყი და თავმოყვარე ინდივიდია. მას მოსწონს უფროსობა, მოსწონს მართვა და დომინირება. რაც ყველაზე მთავარია, ეს მას შესანიშნავად გამოსდის. თუმცა, ხშირად ვერ იტანს კონკურენტებს და მაქსიმალურად ცდილობს მის სიახლოვეს უფრო მცოდნე, კომპეტენტური ან გამოცდილი ადამიანები ნაკლებად გააჭაჭანოს. თუ მაინც ისე მოხდა, რომ ლომს მეფის სავარძელში შეეცილეთ, მერწმუნეთ, მალე დაემშვიდობებით არამხოლოდ სამსახურს არამედ რეპუტაციას და ნდობას საზოგადოების მხრიდან თქვენი პერსონის მიმართ. ამ ყველაფერს კი ლომი უზრუნველყოფს ოსტატურად. [sexy_author_bio]