ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები


რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსების მიერ ზაპოროჟიეს დაბომბვის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ივან ფედოროვი ავრცელებს. ივან ფედოროვის ცნობით, ქალაქ ზაპოროჟიეში, რუსების მიერ სამრეწველო ობიექტზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, დაშავდა 8 ადამიანი. ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსების თავდასხმის შედეგად 14 შენობა, მათ შორის 7 საცხოვრებელი კორპუსი, სამედიცინო და კულტურული დაწესებულება დაზიანდა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია