- მარტი 02, 2026
რუსებმა ზაპოროჟიეს სამშობიარო განყოფილება დაბომბეს _ დაიღუპა ახალშობილი
- ნოემბერი 23, 2022
- , პოლიტიკა
ზაპოროჟიეს გუბერნატორის თქმით, სამშობიაროზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ახალშობილი დაიღუპა. ალექსანდრე სტარუხმა "ტელეგრამზე" დილით დაწერა, რომ დაბომბვა ვოლნიანსკის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებაში მოხდა. "მწუხარება ავსებს ჩვენს გულებს - ახლად დაბადებული ბავშვი მოკლეს" - დაწერა მან ტელეგრამზე. მისი თქმით, ადგილზე მაშველები მუშაობენ. წყარო: newpost