ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

რუსეთის ეკონომიკა 2023 წლისთვის 18%-ით შემცირდება-IFF


რუსეთის ეკონომიკა 2023 წლისთვის 18%-ით შემცირდება-IFF

BBC-ის ინფორმაციით, გლობალური საბანკო ექსპერტები თვლიან, რომ დასავლური სანქციების, კომპანიების მასობრივი გასვლისა და ექსპორტის კოლაფსის გამო. რუსეთის ეკონომიკა 15%-ით შემცირდება წლის ბოლომდე - და კიდევ 3%-ით 2023 წელს. ეს მაჩვენებლები შეიძლება კიდევ უფრო უარესი იყოს, თუ ევროპა სრულად ჩამოშორდება რუსულ ენერგიას, _ იუწყება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი (IIF). რუსეთის ფინანსებზე ომის შედეგების შესახებ მოხსენებაში, IFF-მა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ მოსკოვისთვის დაწესებული ზომები მხოლოდ გაფართოვდება და გამკაცრდება უახლოეს თვეებში. "სანქციებმა უკვე გამოიწვია რუსეთისთვის 30-წლიანი ინვესტიციების სრული დაშლა", _ თქვა ელინა რიბაკოვამ, IIF-ის მთავარი ეკონომისტის მოადგილემ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია