- მარტი 02, 2026
რუსეთმა ოდესის და მიკოლაივის ოლქს კამიკაძეების დრონებით შეუტია – სამი დრონი ოდესასთან ჩამოაგდეს
- სექტემბერი 30, 2022
- , პოლიტიკა
"ღამით მტერმა ოდესისა და მიკოლაივის რეგიონებს ირანული კამიკაძე თვითმფრინავებით შეუტია", - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ განაცხადა. მისი თქმით, საჰაერო სამხედრო ძალებმა სამი უპილოტო მათგანი ოდესასთან მიახლოებისას ჩამოაგდეს. "ოდესის რეგიონი. საჰაერო თავდაცვის ძალებმა 3 უპილოტო საფრენი აპარატი, ზღვის თავზე ქალაქ ოდესის უშუალო სიახლოვეს ჩამოაგდეს. ცაში ჯერ კიდევ არის მტრის დრონები. მიმდინარეობს საბრძოლო სამუშაოები", - აღნიშნა მან. ტიმოშენკოს თქმით, მიკოლაივის რაიონში ქალაქში უპილოტო საფრენი აპარატი მოხვდა რეგიონში ინფრასტრუქტურულ ობიექტს. "ქალაქში მაშველები და სასწრაფო სამსახურები მუშაობენ. დარჩით თავშესაფრებში!" - მოუწოდა ტიმოშენკომ. ჟურნალისტებს ოპერატიულმა სარდლობამ „სამხრეთი“ აცნობა, რომ მიკოლაოის რაიონს რუსმა ოკუპანტებმა 5 კამიკაძე დრონით შეუტიეს. „მტერმა შეუტია სამხრეთ რეგიონებს, მართავდი 5 კამიკაძე დრონით მიკოლაივის რაიონს და 2-ით ოდესის რაიონს. სამი „შახედი-136“ ჩამოაგდეს მიკოლაივის ოლქის თავზე, ერთი დაესხა ადმინისტრაციის შენობას რეგიონულ ცენტრში, მეორე კი, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტია. მუშაობს სამაშველო და სასწრაფო სამსახურები. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა", - ნათქვამია განცხადებაში. [simple-author-box]