ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

რუსეთში ფეიერვერკების საწყობი დაიწვა


რუსეთში ფეიერვერკების საწყობი დაიწვა

რუსეთის ქალაქ კემეროვოში ფეიერვერკების საწყობი დაიწვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დღის განმავლობაში, ხანძრის ადგილას ფეიერვერკები ფეთქდებოდა, რისი ხმაც მთელ ქალაქში ისმოდა. მედია წერს, რომ შემთხვევის შედეგად შენობა ჩამოინგრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საწყობის ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის ავზებიც ინახებოდა. „ხანძარს მეორე ხარისხის სირთულე მიენიჭა. დაზარებულებზე ინფორმაცია არ არის“, - ნათქვამია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია