- მარტი 02, 2026
რუსმა ოკუპანტებმა კიევთან ახლოს მატარებელს ცეცხლი გაუხსნა _ გარდაცვლილია ერთი ადამიანი
- მარტი 26, 2022
- , პოლიტიკა
რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს მატარებელს შეპეტოვკა-კიევის რეისს. ამის შესახებ unian წერს. როგორც გამოცემა წერს, უკრზალიზნიცის ხელმძღვანელმა ალექსანდრე კამიშინმა Telegram-ზე განაცხადა, რომ დაიმსხვრა მატარებლის მინდა და დაშავებულია მგზავრი. მისივე თქმით, უკუპანტების თავდასხმა კიევთან ახლოს, ტარასოვკას სადგურზე მოხდა. „ოპერატიული ინფორმაციით, არის ერთი მსხვერპლი, რომელიც დაშავებულია ფანჯრის ჩამსხვრევისას“, - განაცხადა მან. გამოცემა აღნიშნავს, რომ ომის დაწყებიდან უკრზალიზნიცის 54 თანამშრომელი დაიღუპა. კიდევ 64 რკინიგზის თანამშრომელი სხვადასხვა სიმძიმის დაძიანება მიიღო, 3 ადამიანი კი ტყვეობაშია.