- მარტი 02, 2026
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს – არის მსხვრპლი, დაშავდა 28 ადამიანი, მათ შორის ბავშვი
- ივლისი 11, 2022
- , პოლიტიკა
ხარკოვში რუსული ძალების მხრიდან სარაკეტო თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 28 დაშავდა. განაცხადა Telegram-ზე რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინეჰუბოვმა. „გადაუდებელი სამედიცინო დახმარების რაიონული ცენტრის ბოლო ინფორმაციით, ხარკოვში დღისით დაბომბვის შედეგად 28 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 16 წლის ბავშვი. სამი ადამიანი დაიღუპა“, - დაწერა სინეჰუბოვმა. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმრ ზელენსკის აპარატის უფროსის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს ინფორმაციით, ასევე დაადასტურა დაღუპულთა რიცხვი უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში, რომელიც მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში. ,,რუსულმა ძალებმა იერიშის განსახორციელებლად გამოიყენეს Smerch-ის რამდენიმე სარაკეტო გამშვები მოწყობილობა“ - თქვა ტიმოშენკომ თავის Telegram პოსტში. რუსეთის თავდასხმები ხარკოვის გარეუბანზე და მიმდებარე ტერიტორიებზე ივლისში გაძლიერდა. ,,სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა შაბათს საღამოს აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკის ოლქში რუსული დარტყმის შედეგად“, - თქვა უკრაინის ხელისუფლებამ. [simple-author-box]