ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

რუსმა ოკუპანტებმა ჟიტომირის ოლქში   160 წლის აგებული ეკლესია გაანადგურა


რუსმა ოკუპანტებმა ჟიტომირის ოლქში   160 წლის აგებული ეკლესია გაანადგურა

ჟიტომირის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა 160 წლის წინ აგებული ეკლესია დაანგრიეს. ამის შესახებ unian წერს. გამოცემის ინფორმაციით, ეროვნული მნიშვნელობის არქიტექტურულ მონუმენტს ოკუპანტების 7 მარტს, გამთენიისას დაესხნენ თავს. unian წერს, რომ აქტივისტმა ოლგა რუტკოვსკაიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ ჟიტომირის ოლქს რუსი ოკუპანტები თავს საჰაერო სივრციდან დაესხნენ. თავდასხმის შედეგად რამდენიმე სამოქალაქო ობიექტი განადგურდა. "უკრაინელი ერის გენოციდი მოქმედებაშია... ხის ეკლესია, ქვის საძირკველზე, დიდებულად იდგა მდინარე ჟრევის წყნარ ნაპირზე. ეს არის ეროვნული მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლი, უსაფრთხოების ნომერი 108", _ განაცხადა რუტკოვსკაიამ. ჟიტომირის ოლქის სოფელ ვიაზოვკაში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძარი 1862 წელს ააგეს. ჯერჯერობით უცნობია შესაძლებელია თუ არა ისტორიული ძეგლის აღდგენა, თუმცა როგორც ფოტოზე ჩანს, ხის კონსტრუქცია მთლიანად განადგურებულია. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია