ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

რუსთავის მეტალურგიულ ქარხნაში დასაქმებულები გაიფიცნენ


რუსთავის მეტალურგიულ ქარხნაში დასაქმებულები გაიფიცნენ

რუსთავში, მეტალურგიულ ქარხნაში დასაქმებულები გაიფიცნენ. info rustavi-ის ინფორმაციით, ქარხნის შესასვლელში რამდენიმე ათეული დასაქმებულია შეკრებელი. გაფიცულები არიან ე.წ. სორტული საამქროს თანამშრომლები. მათი მოთხოვნებია: ხელფასის 30% გაზრდა, ე.წ. მე-13 ხელფასის დამატება და შრომითი პირობების გაუმჯობესება. გაფიცულ თანამშრომლებს ხვდებიან საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავჯდომარის მოადგილე ლავრენტი ალანია და რუსთავის მეტალურგთა, მეშახტე და მაღაროელთა პროფკავშირების რუსთავის წარმომადგენელი გიორგი ტყემალაძე. არსებული ინფორმაციით მუშების ხელფასი 800-900 ლარს შეადგენს. წყარო: inforustavi



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია