- მარტი 02, 2026
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ოზურგეთი-გომისმთას გზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ივლისი 05, 2023
- , პოლიტიკა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. "შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ12-კმ32 მონაკვეთზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ყოველი თვის შაბათს 15:00 სთ-დან ორშაბათს 09:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია",_ ნათქვამია ინფორმაციაში.