- მარტი 02, 2026
საჩუქრები შშმ ბავშვებს ჩოხატაურის ხელუსფლებისგან
- ივნისი 02, 2023
- , პოლიტიკა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები შშმ ბავშვებს ეწვივნენ და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ბავშვებს სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს. „მინდა, ყველა ბავშვს ვუსურვო მშვიდობა, სილაღე, ჯანმრთელობა და წარმატებული მომავალი. ყოველი დღე სიხარულისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის“, _ აღნიშნა ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ.