- მარტი 02, 2026
სად შეეძლებათ გურიის მაცხოვრებლებს „ასტრაზენეკას“ მეორე დოზის გაკეთება
- ივლისი 07, 2021
- , პოლიტიკა
საქართველოში "ასტრაზენეკას" 5000 დოზა ჩამოვიდა, თუმცა როგორც ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში „გურია ნიუსს“ განუცხადეს, ქვეყანაში შემოტანილი ვაქცინიდან რეგიონში არცერთი არ შესულა. „ახალი დოზები კი ჩამოვიდა საქართველოში, მაგრამ 3 დიდ ქალაქში უნდა გაკეთდეს. ვისაც მეორე დოზა აქვს გასაკეთებელი და 10-12 კვირა არის გასული ვაქცინის პირველი დოზის გაკეთებიდან, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ან თბილისში, ან ქუთაისში და ბათუმში და იქ გაიკეთებენ „ასტრაზენეკას“. ამ ეტაპზე მხოლოდ დიდ ქალაქებშია შესაძლებელი "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია“,_ ამბობენ ჯანდაცვის ცენტრში. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „ფაიზერით“ და „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკების ნაწილში ჩატარდება, „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ ვაქცინაცია შესაძლებლი იქნება დამატებით მოწყობილ ცენტრებში.