ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

საჰაერო განგაში თელ-ავივში


საჰაერო განგაში თელ-ავივში

გამთენიისას, თელ-ავივში საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა. ისრაელის მიმართულებით იემენიდან ბალისტიკური რაკეტა ჰუსიტების რადიკალურმა დაჯგუფებამ გაუშვა. თავდასხმის მოგერიება რკინის გუმბათმა შეძლო. ამავე დროს, ისრაელი ღაზაში სამხედრო მოქმედებებს განაგრძობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, "ცაჰალის" დარტყმებს 74 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაჭრილები. "ჰამასი" აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, მზადაა, 10 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლოს. როგორც Fox News-თან საუბრის დროს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, ღაზაში პროცესები ცეცხლის შეწყვეტის ფაზას უახლოვდება.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია