ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

საიამ 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა შეაფასა


საიამ 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა შეაფასა

74 წლის წინ, 1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო. დეკლარაცია, რომელიც არის გარდამტეხი დოკუმენტი და ეფუძნება საერთო ღირებულებას, რომ ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. სწორედ ამ დოკუმენტის მიღების თარიღი აღინიშნება ყოველწლიურად, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე. "2022 წელი ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით კვლავაც გამოწვევებით სავსე იყო და ქვეყანაში გაგრძელდა დემოკრატიული უკუსვლა. ამ წლის უმთავრესი თემა ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად გადმოცემული 12 პირობის შესრულება იყო. ამ დრომდე პრობლემურია ამ პირობებიდან მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულების საკითხი, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ისე ინსტიტუციური რეფორმების მიმართულებით", _ წერია საიას ოფიციალურ გვერდზე, სადაც გამოქვეყნებულია დოკუმენტის სრული ვერსია.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია