- მარტი 02, 2026
საიდან მოვიდა აფეთქების ბრძანება- სტამბოლში ეჭვმიტანილი დააკავეს
- ნოემბერი 14, 2022
- , პოლიტიკა
პირი, რომელმაც დატოვა ბომბი, სტამბოლის ისტიკლალის გამზირზე და აფეთქება გამოიწვია, დაკავებულია, _ აღნიშნული განცხადება თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ გააკეთა. „ჩვენი შეფასებით, ტერორისტული თავდასხმის ბრძანება მოვიდა ჩრდილოეთ სირიიდან, აიინ ალ-არაბიდან, სადაც PKK/YPG-ს აქვს თავისი შტაბ-ბინა“, - თქვა სოილუმ. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თურქეთი გააგრძელებს თავის მტკიცე და კანონიერ ომს ტერორის წინააღმდეგ. ინფორმაციისთვის, თურქეთის ბრძოლა ტერორისტული კამპანიის PKK-ს წინააღმდეგ წლებია გრძელდება. PKK თურქეთს, აშშ-ს და ევროკავშირს ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში ჰყავს შეყვანილი და ის პასუხისმგებელი იყო 40 000-ზე მეტი ადამიანის, მათ შორის ქალების, ბავშვებისა და ჩვილების სიკვდილზე. YPG მისი სირიის ფილიალია.