ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

საიდან უნდა იღებდნენ ენერგიას ზოდიაქოს ნიშნები


საიდან უნდა იღებდნენ ენერგიას ზოდიაქოს ნიშნები

რაც უფრო მეტი საქმე აქვს შესასრულებელი, მით მეტი ენერგია ემატება. როგორც კი ენერგიის ნაკლებობას იგრძნობს, რაღაცის კეთებას იწყებს და მომენტალურად ენერგიით ივსება, რათა ახალი მწვერვალების დასაპყრობად მოემზადოს. ხანდახან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მისი დაღლა შეუძლებელია. ენერგიით ივსება, როცა რაღაც ახარებს. ხშირად გაინებივრეთ თავი საყვარელი სიმღერის მოსმენით, ლამაზი ყვავილის დაყნოსვით, ტორტის ნაჭრის დაგემოვნებით ან საყვარელ ადამიანთან ჩახუტებით. აივსეთ ენერგიით? ახლა შეუდექით საქმეს. ერთფეროვნება ღლის, მუდამ სიახლე სურს და ამიტომაცაა, რომ ხშირად გადაერთვება ერთი საქმიდან მეორეზე. სიახლე მას სწრაფად აავსებს ენერგიით. ენერგიამომატებულს კი შეუძლია დაწყებული საქმეების დასრულებას მიუბრუნდეს. ტყუპებო, გაითვალისწინეთ, დაწყებული საქმეების დასრულება თქვენთვის მნიშვნელოვანია! აუცილებლად უნდა მოუყვეს თავის განცდებზე ახლობელს. შეიძლება ცოტა წაიწუწუნოს კიდეც, ცრემლიც გადმოაგდოს. ხანმოკლე გულახდილი საუბარიც კი საკმარისია, რომ ენერგიის აღდგენა იგრძნოს. სასურველია, გულახდილი საუბრებისთვის ორჯერ ერთი და იგივე ადამიანი არ აირჩიოთ, შეიძლება მან ვერ გაგიძლოთ. დეტალურად წარმოიდგინეთ, როგორ მიაღწიეთ გამარჯვებას, როგორი ამაყი ხართ, როგორი აღფრთოვანებული თვალებით გიყურებთ ხალხი და როგორი აპლოდისმენტებით გაჯილდოებთ. ვიზუალიზაცია თქვენი ენერგიის მიღების წყაროა. აივსეთ ენერგიით? ახლა სწრაფად შეუდექით საქმეს. საკუთარ თავსაც არ უტყდება სირთულეებში, მაგრამ მასაც სჭირდება დასვენება და სულის მოთქმა. ერთ საიდუმლოს გასწავლით: არასდროს თქვათ: "მეტი აღარ შემიძლია". ეს ფრაზა ენერგიას გაცლით. თქვით: "მე კარგად ვიცი, რაც უნდა გავაკეთო". ეს თქვენთვის აფირმაციასავით ჟღერს და გეხმარებათ ძალების მოკრებაში. უამრავ ენერგიას გართმევთ ყოყმანი. მხოლოდ მაშინ ხართ მხრებში გამართული, როცა იცით, რას აკეთებთ და სწორ გზაზე დგახართ. აგრეთვე, მოერიდეთ სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებს, რომლებსაც არ სჯერათ თქვენი წარმატების. იშვიათად არიან უენერგიოდ, რადგან სასიცოცხლო ენერგია უშრეტი აქვთ. უბრალოდ, კარგად იციან ძალების ეკონომია და საკუთარი საქმეების მოგვარების სხვებისთვის გადანაწილება. იმის გაფიქრება, რომ სხვას აჯობეს და გაიმარჯვეს, ენერგიით ავსებთ. მშვილდოსანი ენერგიას სწრაფადაც ხარჯავენ და სწრაფადაც აღიდგენენ. ნუ დაუჯერებთ, თუ გეუბნებათ, რომ უენერგიოდაა, ასეთი რამ მისთვის უჩვეულოა. თუ მისი გამოცდა გსურთ, რთული მისიის შესრულება დაავალეთ. როგორც კი მიხვდება, რომ გრანდიოზული საქმე დაავალეს, მეორე სუნთქვა გაეხსნება. თუ ძალიან დაიღალეთ, გააკეთეთ ჩვეული საქმე ან ძალიან ნელა, ან ძალიან სწრაფად. ამგვარად, უფრო დაარეგულირებთ ენერგიას. არსებობს კიდევ ერთი მეთოდი: დავალება, რომელიც შესასრულებელი გაქვთ, გაამარტივეთ. როგორც კი ნაკლებ დროსა და ენერგიას დახარჯავთ მნიშვნელოვან საქმეზე, მაშინვე აივსებით ენერგიით. დაიღალეთ და არაფრის გაკეთების თავი არ გაქვთ? აბა, წარმოიდგინეთ, რა ჯილდოს მიიღებთ იმაზე, რომ საქმეს საუკეთესოდ გააკეთებთ. აღიარებისა და აღფრთოვანების ტაშის ხმა უკვე გესმით, ქათინაურებსაც იღებთ? აი, სწორედ ესაა, რაც დაღლილობას დაგავიწყებთ და მოქმედებისთვის განგაწყობთ. ყველაფერი თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული. თავადაც იციან, რომ გრანდიოზული პროექტებისთვისაც ეყოფათ ძალა, მაგრამ რომ დაიღალონ? ხალისით რომც დაიწყონ მოქმედება, მაინც ბოლომდე არ დაასრულებენ. განეწყვეთ წარმატებისთვის და ერთი საქმიდან სწრაფად გადადით მეორეზე და ასე შემდეგ. მხოლოდ პოზიტიურად იფიქრეთ. ეს დაგეხმარებათ, არ მიატოვოთ დაწყებული საქმე და მოიპოვოთ ნანატრი გამარჯვება. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია