- მარტი 02, 2026
საჯარო რეესტრმა პარტია „ალტ-ინფო“ გააუქმა
- აპრილი 08, 2024
- , პოლიტიკა
საჯარო რეესტრმა პარტია - „კონსერვატიული მოძრაობა“, რომელიც საზოგადოებაში „ალტ-ინფოს“ სახელით არის ცნობილი რეგისტრაცია გაუუქმა. გადაწყვეტილება დღევანდელი, 8 აპრილის თარიღით არის გამოცემული. „შარი ვერაფერზე ვერ მოგვდეს. დღეს, როდესაც ცესკოს თავმჯდომარეს ხელი უნდა მოეწერა ჩვენი პარტიის არჩევნებში რეგისტრაციაზე, მოგვივიდა მათგან ინფორმაცია. რომ საჯარო რეესტრმა პარტია გააუქმა“, - თქვა ზურა მახარაძემ „ალტ-ინფოს“ ეთერში . პარტიის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა ანტიკორუფციულმა ბიურომ მოითხოვა, საჯარო რეესტრმა კი გადაწყვეტილება ამ მიმართვის საფუძველზე მიიღო.