ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა – არის მსხვერპლი (თურქეთი)


სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა – არის მსხვერპლი (თურქეთი)

თურქეთში, ყარსის პროვინციაში სამგზავრო ავტობუსი ხიდიდან გადავარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და წერს, რომ, პირველადი მონაცემებით, დაიღუპა 7 და დაშავდა 22 ადამიანი. ავტობუსი ბურსა-ყარსის რეისს ასრულებდა, რა დროსაც სოფელ კარაკურტთან, 50 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა. ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. ​ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი კი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია