ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

სამტრედიაში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები მიმდინარეობს


სამტრედიაში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები მიმდინარეობს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სამტრედიის მუნიციპალიტეტში ღონისძიებები 12 საათზე დაიწყო. ქალაქის ტერიტორიაზე, ,,მომავლის პარკში " მოეწყო სხვადასხვა სივრცეები, სადაც გამოფენილი იყო ხელნაკეთი ნივთები, ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევართა გამოფენა - გაყიდვა. გაიმართა სპორტული ღონისძიებები: ტურნირი ჭადრაკში, შეჯიბრი მკლავჭიდსა და ჭიდაობაში. ორთაბრძოლები მიმდინარეობს, გამარჯვებული დღის მეორე ნახევარში გამოვლინდებიან. ღონისძიების ორგანიზატორია სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია, მერიის კულტურის და სპორტის სამსახური. 15 საათზე ილორის ტერიტორიაზე გაიმართება ტრადიციული დოღი. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია