ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

სამტრედიაში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 44 წლის ლაშა ნადირაძეა


სამტრედიაში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 44 წლის ლაშა ნადირაძეა

უბედური შემთხვევა მოხდა დღეს სამტრედიაში. ქალაქის ტერიტორიაზე, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი, მრავალბინიანი კორპუსის შენობის სახურავიდან გადმოვარდა მუშა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, სამტრედიაში, ეგრეთ წოდებულ ნახალოვკაში მცხოვრები 44 წლის ლაშა ნადირაძე ქარისაგან დაზიანებული სახურავის აღდგენაზე მუშაობდა, რა დროსაც მან თავი ვერ შეიკავა და სახურავიდან გადმოვარდა. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გარდაცვალება დაადასტურა. "გურია ნიუსი" თანაუგრძნობს დაღუპულის ოჯახს. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია