- მარტი 02, 2026
სამტრედიელი დათა ელიავა Ateitis cup 2022- ის საუკეთესო მცველის ტიტულის მფლობელია
- სექტემბერი 06, 2022
- , პოლიტიკა
ბათუმში საერთაშორისო ტურნირი Ateitis cup 2022 ჩატარდა ფეხბურთში, რომელშიც 13 გუნდი მონაწილეობდა. პირველ ადგილზე გავიდა იტალიის,, იუვენტუსი ", მეორეზე- ყაზახეთის ,,კაირათი", მესამეზე- თბილისის ,,დინამო", მეოთხეზე- სამტრედიის ,,სამტრედია". სამტრედიელი დათა ელიავა ტურნირის საუკეთესო მცველად აღიარეს. ,,დათა ელიავა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მესამე საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეა. 12 წლის ბიჭი 8 წელია, ფეხბურთში დადის. დათა თავიდანვე კარგი მონაცემებით გამოირჩეოდა, არის საოცრად შრომისმოყვარე, არ იღლება. ტურნირზე დამსახურებულად მოიპოვა საუკეთესო მცველის ტიტული,"- განაცხადა ,, გურია ნიუსთან" საუბრისას მწვრთნელმა, ლერი მეგენეიშვილმა. [simple-author-box]