ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

სამტრედიელი თორნიკე კამკამიძე და მამუკა ჭახნაკია ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს


სამტრედიელი თორნიკე კამკამიძე და მამუკა ჭახნაკია ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს

სულ ახლახანს სამტრედიის ფრენბურთელ ვაჟთა ნაკრები გუნდი უმაღლეს ლიგაში გადავიდა. ახალგაზრდულმა ნაკრებმა პირველ ლიგაში მოთამაშე 16 გუნდიდან მეორე ადგილის მოპოვება შეძლო, რითაც უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. მათგან ორი, პერსპექტიული მოთამაშე, თორნიკე კამკამიძე და მამუკა ჭახნაკია საწვრთნელ შეკრებაზე გამოიძახეს, სადაც ვარჯიშებს პოლონელი და ქართველი მწვრთნელები ატარებენ. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც ივლისში, საქართველოს დედაქალაქში ჩატარდება. თორნიკე კამკამიძეს და მამუკა ჭახნაკიას საერთაშორისო კატეგორიის მწვრთნელია საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი მანანა ტყეშელაშვილი. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია