- მარტი 02, 2026
სამტრედიის მესამე საჯარო სკოლაში ,,ვეფხისტყაოსანი” ხმამაღლა წაიკითხეს
- თებერვალი 01, 2023
- , პოლიტიკა
1-ელ თებერვალს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება. საქართველო უკვე მე-8 წელია, ჩართულია ამ ღონისძიებაში. მსოფლიოს ასამდე ქვეყნის ადამიანები ამ დღეს ერთიანდებიან საერთო სლოგანის გარშემო: ,,იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!" სამტრედიის N 3 საჯარო სკოლაში წიგნის საჯარო კითხვის დღე სხვადასხვაგვარი აქტივობით აღინიშნა. დაწყებითი კლასის მოსწავლეებს საბავშვო ნაწარმოებები წაუკითხეს მოწვეულმა მშობლებმა, უფროსკლასელებმა და მასწავლებლებმა. მე-10 კლასის მოსწავლეებმა კი საჯაროდ კითხვის დღე ,,ვეფხისტყაოსნის" ხმამაღლა წაკითხვით აღნიშნეს. [simple-author-box]