ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

სამხარეო ადმინისტრაციაში საქსტატის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა


სამხარეო ადმინისტრაციაში საქსტატის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც საქსტატის ძირითად პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს სტატისტიკურ მონაცემებთან დაკავშირებით რეგიონის საჭიროებები. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ზაზა შოშიტაიშვილი და ქეთევან მოისწრაფეშვილი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია