- მარტი 02, 2026
საომარ ქმედებებს უკრაინაში 85 ბავშვი ემსხვერპლა
- მარტი 13, 2022
- , პოლიტიკა
რუსეთის შეიარაღებული ძალების საომარი ქმედებების შედეგად უკრაინაში 85 ბავშვია დაღუპული, 100-ზე მეტი კი დაჭრილი. ამის შესახებ ინფორმაციას ukrinform ავრცელებს. უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, ყველაზე მეტი მსხვერპლი არის კიევში, სუმში, ხარკოვში, დონეცკში, ხერსონში, მიკოლაევსა და ჟიტიმირში.