ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

საპატრიარქო: გამოვთქვამთ გულისტკივილს მკრეხელობის გამო, რაც მცხეთის ჯვრის მონასტერთან მიმართებაში დაფიქსირდა


საპატრიარქო: გამოვთქვამთ გულისტკივილს მკრეხელობის გამო, რაც მცხეთის ჯვრის მონასტერთან მიმართებაში დაფიქსირდა

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. "გამოვთქვამთ გულისტკივილს იმ მკრეხელობის გამო, რაც ჩვენი გამორჩეული სიწმინდის, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, - მცხეთის ჯვრის მონასტერთან მიმართებაში ახლახანს დაფიქსირდა. ეს არის უცხო ქვეყნის მოქალაქეების (თუ მოქალაქის) შეურაცხმყოფელი ქმედება არა მარტო ეკლესიის, არამედ მთელი ქვეყნის მიმართ. ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ეს ადამიანი (თუ ადამიანები) ჯერ კიდევ არიან საქართველოში და იყო მოწოდებაც მათ მიმართ პირადი ანგარიშსწორების შესახებ, რაც დაუშვებელია. შევნიშნავთ, რომ ფაქტების უტყუარობის დადგენის მიზნით და სათანადო რეაგირებისთვის წერილობით მივმართეთ შსს-ს",_ ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია