ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

საპატრიარქო საზოგადოებას აფრთხილებს


საპატრიარქო საზოგადოებას აფრთხილებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საზოგადოებას თვითმარქვია სასულიერო პირის შესახებ აფრთხილებს. "ე. წ. მღვდელი ნიკოლოზ მამცელიძე. სოციალური ქსელის მეშვეობით ჩვენთვის ცნობილი გახდა პიროვნების შესახებ, რომელიც, როგორ ფოტოდან ჩანს, სასულიერო პირის შესამოსლითა და ჯვრით არის წარმოდგენილი. ირკვევა, რომ იგი საზოგადოებას მღვდელ ნიკოლოზ მამცელიძის სახელით ეცნობა. ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად დადგინდა, რომ აღნიშნული პიროვნება არ არის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ხელდასხმული. ამიტომ გვინდა საზოგადოება გავაფრთხილოთ, არ შევიდეს შეცდომაში და იცოდეს, რომ ამ პიროვნების ნებისმიერი ქმედება თვითნებური და დამაბრკოლებელია",_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია