ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს მეოთხედ უმასპინძლებს


საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს მეოთხედ უმასპინძლებს

25 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს მეოთხედ უმასპინძლებს. სპორტული ღონისძიებები 35-მდე სპორტის სახეობაში თბილისში და ქვეყნის 30 მუნიციპალიტეტში გაიმართება. „მსოფლიოში არსებული პანდემიის გათვალისწინებით სპორტული აქტივობების გასამართად შეირჩა ღია სივრცეები: მოედნები, ქუჩები, გარე სპორტული ობიექტები, სტადიონები და თავისუფალი ადგილები. ასევე, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, გადაწყდა რომ ღონისძიებების ციკლი გადანაწილდეს 31 ოქტომბრის ჩათვლით, რაც წინასწარ შეთანხმდა ყველა ორგანიზატორთან. ამასთან, შეჯიბრებები ჯანდაცვის სექტორის მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვით ჩატარდება. თუ რომელიმე დაგეგმილი ღონისძიება ჩატარდება სპორტული შეჯიბრის სახით, მონაწილეები ვალდებულნი იქნებიან დაიცვან წესები და შეჯიბრში მონაწილეობა შეეძლებათ მხოლოდ სწრაფი ტესტების უარყოფითი პასუხისა ან/და კოვიდ პასპორტის წარმოდგენის შემთხვევაში“,_ ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია