- მარტი 02, 2026
საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება სომხეთში
- მარტი 20, 2025
- , პოლიტიკა
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველი შეხვედრა სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ, ერევანში გამართა. მატჩში ანგარიში პირველი ტაიმის 33-ე წუთზე ჩვენი ნაკრების მე-6 ნომერმა, გიორგი ქოჩორაშვილმა გახსნა. ჩვენმა ნაკრებმა კიდევ ერთი გოლის გატანა 4 წუთში, მატჩის 37-ე წუთზე შეძლო. გოლის ავტორი ნაკრების 22-ე ნომერი, თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე გახდა. პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ 0-2 დასრულდა. მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე გიორგი მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა. მატჩის 59-ე წუთზე მან სომეხთა კარში მეორე გოლი გაიტანა. საბოლოოდ, მატჩი 0-3 საქართველოს ეროვნული ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები სომხეთს, 23 მარტს თბილისში დაუპირისპირდება. წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონს B ლიგაში ითამაშებს. ფოტო ეროვნული ნაკრების ფეისბუქ -გვერდიდან.