- მარტი 02, 2026
საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს
- აგვისტო 17, 2023
- , პოლიტიკა
საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს. ძვირფასო მგზავრებო, მატარებელს რომელიც თბილისიდან ბათუმის მიმართულებით 10:25 წუთზე გავა, მეორე ვაგონში გაეთიშა კონდიცირება. სწორედ ამიტომ, საქართველოს რკინიგზა მეორე ვაგონის მგზავრებს ბათუმის მიმართულებით, ვმკ ტიპის მატარებლით ჩაიყვანს, სადაც გამართულად მუშაობს გაგრილების სისტემა. დამატებითი მატარებელი თბილისიდან 10:50-ზე დაიძრება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბათუმიდან 18:20-ის რეისზე შტადლერის ტიპის მატარებლით თბილისში მომავალი მეორე ვაგონის მგზავრები, წამოვლენ ასევე ვმკ ტიპის მატარებლით. დამატებითი მატარებელი 18:50-ზე დაიძრება. საუბარია მხოლოდ მეორე ვაგონის მგზავრებზე ორივე მიმართულებით. შექმნილი უხერხულობის გამო საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით. ბილეთის ღირებულების სხვაობა მეორე ვაგონის ყველა მგზავრს აუნაზღაურდება.