ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

საქართველოს რკინიგზის დელეგაციამ  დავით ფერაძის ხელმძღვანელობით ჩინეთში სამუშაო შეხვედრა გამართა


საქართველოს რკინიგზის დელეგაციამ  დავით ფერაძის ხელმძღვანელობით ჩინეთში სამუშაო შეხვედრა გამართა

2024 წლის 20 სექტემბერს, ჩინეთის ქალაქ სიანში, საქართველოს რკინიგზის დელეგაციამ გენერალური დირექტორის დავით ფერაძის ხელმძღვანელობით ჩინეთის რკინიგზის მენეჯმენტთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელიც საქართველოში მიმდინარე წლის ივლისში, ჩინეთის დელეგაციასთან შეხვედრისას დაიგეგმა. მხარეებმა ჩინეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვების მზარდი ტრენდის შენარჩუნების მიზნით საჭირო გადაზიდვების პროცესის და რკინიგზებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მექანიზმის განახლებისა და გაუმჯობესების საკითხები განიხილეს. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, საქართელოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა სამუშაო შეხვედრები გამართა შენსის პროვინციის გუბერნატორთან, ქ. სიანის მერთან და ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი მშრალი პორტის ხელმძღვანელობასთან. სწორედ სიანის სახმელეთო პორტი უზრუნველყოფს ძირითად ტვირთნაკადებს ევროპის მიმართულებით. მხარეები შეთანხმდნენ კოორდინირებულ და ერთობლივ სამუშაო პროცესზე, რომლის საშუალებით შეიქმნება უფრო ხელსაყრელი გარემო ჩინეთის სატრანზიტო და საგარეო სავაჭრო ტვირთების მოსაზიდად შუა დერეფნის გავლით ევროპისა და თურქეთის მიმართულებით.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია