ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

საქართველოში შაქრის 46,7 პროცენტი ბრაზილიიდან შემოდის


საქართველოში შაქრის 46,7 პროცენტი ბრაზილიიდან შემოდის

დღეს, საქართველოში შაქრის დეფიციტია _ მაღაზიებში ის საერთოდ გაქრა ან საკმაოდ გაძვირდა. მოსახლეობა ამ დეფიციტს რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირებს, რომ თითქოს, შაქრის იმპორტი რუსეთიდან და უკრაინიდან ხორციელდებოდა და ომის გამო, მისი საქართველოში შემოტანა აღარ მოხდება. საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს, საქართველოში შაქრის ყველაზე დიდი იმპორტიორი ბრაზილია იყო _ ბაზარზე ბრაზილური შაქრის წილი 46,7 პროცენტია. შემდეგ მოდიან: თურქეთი _ 23,6 პროცენტი, პოლონეთი _ 17,6 პროცენტი, მექსიკა _ 6,6 პროცენტი, გერმანია _ 2,1 პროცენტი, საფრანგეთი _ 1,7 პროცენტი, ნიდერლანდები _ 1 პროცენტი. რუსეთის, უკრაინის და ბელარუსის წილი საქართველოში იმპორტირებულ შაქარში 0.4 %-ია.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია